ფეხბურთი

17:28 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების ნაკრების საბოლოო განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

თავდაპირველ, გაფართოებულ შემადგენლობაში 26 ფეხბურთელი იყო, ხოლო საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატისთვის ედუარდო კუარეჟმა, ფაბიო სილვა და ფრანსისკო ჩისმბა ვერ მოხვდნენ.

შედეგად, პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა კი, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ასეთია:

მეკარეები: დიოგო პინტუ (სპორტინგი), ჟოაო კარვალიო (ბრაგა), სამუელ სოარეში (ბენფიკა)

მცველები: ჩიკო ლამბა (აროუკა), კრისტიან მარკეში (ივერდონი), ფლავიო ნაზინიო (სერკლ ბრიუგე), ჟოაო მუნისი (სპორტინგი), ლოურენცო ენრიკეში (ვარჟიმი), რაფაელ როდრიგესი (ავს), როდრიგო გომეში (ვულვზი), როდრიგო პინეირო (ფამალიკაო)

ნახევარმცველები: დიოგო ნაშიმენტო (ვიზელა), გუსტავო სა (ფამალიკაო), ჟოაო მარკეში (ჟილ ვისენტე), მათეუშ ფერნანდესი (საუთჰემპტონი), მათიას დე ამორიმი (ფამალიკაო), პაულო ბერნარდო (სელტიკი), პედრო სანტუში (მორეირენსე)

თავდამსხმელები: კარლოს ბორჟესი (ვულვზი), ჯოვანი კენდა (სპორტინგი), ენრიკე არაუჟო (აროუკა), როჟერ ფერნანდესი (ბრაგა), ტიაგო ტომასი (ვოლფსბურგი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098624