ფეხბურთი

22:39 | 4.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ავსტრიული შეკრების ფარგლებში რუმინეთს შეხვდა, ასევე, ევრო 2025-ის მონაწილეს.

შეხვედრა მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტების გარეშე, თამამად შეიძლება ითქვას. ერთადერთი შანსი რუმინეთმა მიიღო, რომელიც მათ გამოიყენეს. 71-ე წუთზე ანდრეი ბორზამ დალაშქრა ქართველთა კარი და მატჩის ბედი გადაწყვიტა - რუმინეთმა 1:0 მოიგო.

ეს იყო საქართველოს პირველი და ბოლო სპარინგი მიმდინარე შეკრებაზე, სადაც 8 ივნისამდე დარჩება, ხოლო შემდეგ სლოვაკეთში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.

რუმინეთი - საქართველო 1:0 (0:0)

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი (იაკობიძე 46), ხვადაგიანი, აზაროვი (მამაცაშვილი 60); ო. მამაგეიშვილი (ოსიყმაშვილი 74), გაგნიძე (46. სიგუა), ბედოშვილი (ოდიშარია 46), იეგოიანი (მორჩილაძე 60), კვერნაძე (გ. მამაგეიშვილი 60) - გორდეზიანი (აბუაშვილი 46)

გოლები: 1:0 ბორზა (71)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098124