საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანრი მექვაბიშვილმა ფარერებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ, საინტერესო და რთული თამაში იქნება. ფარერები ძალიან კარგი და ორგანიზებული გუნდია. ყველას აქვს შანსი, ჩვენც, ახალწვეულებსაც, დაამტკიცონ, რომ ღირსი არიან ნაკრებში ყოფნის. ხვალ საინტერესო თამაშს ველოდებით“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.