კალათბურთი

0:28 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფე" ლიგა ენდესას ნახევარფინალში

„ტენერიფე“ ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალური სერია გიორგი შერმადინის გუნდმა 2:0 მოიგო.

„ტენერიფემ“ „ჟუვენტუტ ბადალონა“ სტუმრად ადვილად, 80:60 დაამარცხა.

შერმადინმა 27 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფე“ ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.122214