პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალისტია. რობერტო მარტინესის გუნდმა ნახევარფინალში მასპინძელი გერმანია მიუნხენში დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება შეიცვალა, ბევრად საინტერესო თამაში გაჩაღდა.
გერმანია 48-ე წუთზე დაწინაურდა: იოზუა კიმიხის შესანიშნავი პასით ანგარიში ფლორიან ვირტცმა გახსნა. პორტუგალია ჩამორჩა და მარტინესმა ცვლილებებს მიმიმართა. თამაშში ვიტინია ჩართო, რომელმაც პორტუგალიის ხარისხი ასწია, ხოლო ასევე, მოედანზე შეუშვა ფრანსისკო კონსეისაო, რომელიც ძალიან მაგრად ჩაერთო და გერმანელი მცველები უბრალოდ ვერ აჩერებდნენ. კონსეისაომ 63-ე წუთზე შორი მანძილიდან ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა.
ხუთი წუთის შემდეგ პორტუგალიის შესანიშნავი კომბინაცია კრიშტიანუ რონალდუმ დაასრულა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ლეგენდარული ფეხბურთელისთვის ეს იყო 137-ე გოლი პორტუგალიის ნაკრებში.
დარჩენილ დროში პორტუგალია უფრო ახლოს იყო მესამე გოლთან, ვიდრე გერმანია გათანაბრებასთან. მაგალითად, კონსეისაო, რომელსაც დუბლამდე სანტიმეტრები დააკლდა.
პორტუგალიამ 2:1 გაიმარჯვა და 8 ივნისს ფინალში ითამაშებს, მისი მეტოქე დღეს, ესპანეთისა და საფრანგეთის შეხვედრაში გაირკვევა.
გერმანია - პორტუგალია 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ვირტცი (48), 1:1 კონსეისაო (63), 1:2 რონალდუ (68)