„ალ-ჰილალის“ მთავარ მწვრთნელად სიმონე ინძაგი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ ევროს მიიღებს. სეზონში 26 მილიონით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.
სიმონე ინძაგი „ინტერში“ 2021-2025 წლებში მუშაობდა, გუნდს 6 ტიტული მოაგებინა: ერთხელ სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ორჯერვე მარცხი განიცადა.
სამწვრთნელო კარიერა მან რომის „ლაციოში“ დაიწყო, სადაც 2016-2021 წლებში კარგი შედეგები ჰქონდა, ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო. ინძაგის არაბული კარიერა სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაიწყება, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მისი გუნდი მადრიდის „რეალს“, ავსტრიულ „ზალცბურგსა“ და მექსიკურ „პაჩუკას“ შეხვდება.