ჩოგბურთი

2:20 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ნახევარფინალშია

როლან გაროსის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომელიც სამი საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში გაიმარჯვა. პირველი სეტი გერმანელმა 6:4 მოიგო, თუმცა შემდეგ სერბი დაეუფლა უპირატესობას, რომელმაც საბოლოოდ, მეტოქეს 6:3, 6:2, 6:4 აჯობა და ნახევარფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

როლან გაროსის ნახევარფინალში 6 ივნისს ჯოკოვიჩი იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა კარლოს ალკარასისა და ლორენცო მუზეტის შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091428