ფეხბურთი

10:26 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესი ერთა ლიგის მატჩში პორტუგალიის გერმანიასთან გამარჯვებას გამოეხმაურა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში გერმანიასან გამარჯვების შემდეგ (1:2) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, პირველად მოვიგეთ გერმანიაში. ტაქტიკურად კარგად გამოვავლინეთ თავი და გუნდის თავდადებამაც დიდი როლი ითამაშა. ეს გუნდური გამარჯვება იყო. გოლის გაშვებას არ ვიმსახურებდით, არ მესმის, ამ ეპიზოდში მსაჯმა რატომ არ დანიშნა ჯარიმა. ჩვენ გვიყვარს გამარჯვება და ყველა თამაში უნიკალურია. გერმანიასთან მატჩი დიდი მნიშვნელობისაა. მსოფლიო ჩემპიონატამდე 12 თვე დარჩა და ყველა შეხვედრა მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ“, - ციტირებს მარტინესის სიტყვებს A Bola.

ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში რობერტო მარტინესის გუნდი ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დღეს 5 ივნისს გამართება შტუტგარტში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093688