ფეხბურთი

11:46 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი“ - კიმიხი პორტუგალიასთან ერთა ლიგის მატჩში დამარცხების შესახებ

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა და გერმანიის ნაკრების კაპიტანმა იოზუა კიმიხმა უეფას ერთა ლიგის საშინაო ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებთან ბუნდესტიმის დამარცხების შესახებ (1:2) ისაუბრა.

„ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო და მარცხი აბსოლუტურად გამართლებულია. ჩვენ ვერც შეტევაში და ვერც დაცვაში ვერ გამოვავლინეთ თავი. 1:0-ით დავწინაურდით, მაგრამ შემდეგ ვერაფერი ვაჩვენეთ. ამ თამაშიდან უნდა ვისწავლოთ. თუ ენერგიას არ დავამატებთ, ევროპის საუკეთესო გუნდებს ვერ გავუწევთ კონკურენციას“, - ციტირებს კიმიხის სიტყვებს Bayern&Germany-ის პორტალი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ამგვარად, გერმანიას მესამე ადგილისთვის მატჩი ელის, სადაც იულიან ნაგელსმანის გუნდი ნახევარფინალის მეორე წყვილის: ესპანეთი - საფრანგეთის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17283