საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 5 ივნისის ფარერებთან ამხანაგური მატჩი მითვის ბოლო იქნება ეროვნულ გუნდში. გიორგი კაპიტნის რანგში დაემშვიდობება „ჯვაროსნებს.“
ამ ამბავს სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ „ვალენსიისა“ და ეროვნული ნაკრების მეკარე (ესპანურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს ეწურება) გიორგი მამარდაშვილიც გამოეხმაურა:
„მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს.
ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის — და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.
@loriagiorgi77 მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე,“ - წერს მამარდაშვილი.
საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს, 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.