„ბარსელონა“ „ესპანიოლის“ 24 წლის მეკარე ჟოან გარსიასთან ხუთწლიანი კონტრაქტის ყველა პირობაზე შეთანხმდა და მოლაპარაკებები დაასრულა. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
წყაროს ცნობით, კატალონიური გუნდი მოთამაშის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს კვირას გადაიხდის. აღნიშნულია, რომ ტრანსფერი სრულად დადასტურებულია და მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის გარსია ესპანეთის ნაკრებთან ერთად შარშან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში მეკარემ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაუშვა. რვაჯერ კი კარი მშრალად შეინახა.