ფეხბურთი

18:52 | 5.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" ინძაგის სავარაუდოდ რუმინელი მწვრთნელი შეცვლის

მილანის „ინტერის“ ახალი მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით, კრისტიან კივუ გახდება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

რუმინელი „ინტერის“ აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის, 19-წლამდელებს, ხოლო მიმდინარე წელს „პარმა“ ჩაიბარა, რომელსაც სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა.

44 წლის სპეციალისტი დიდი შანსია, მალე „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. მილანურ გუნდში სიმონე ინძაგის შემცვლელს ეძებენ, რომელიც სამუშაოდ „ალ-ჰილალში“ გადავიდა.

„ინტერის“ პირველი არჩევანი „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი იყო, მაგრამ ესპანელმა უარი თქვა „ნერაძურიში“ გადასვლაზე, „კომოს“ ხელმძღვანელობამაც უარი განაცხადა ესპანელის გაშვებაზე. მეორე ალტერნატივა იყო "ჯენოადან" პატრიკ ვიეირას წაყვანა, მაგრამ ფრანგმა გენუური კლუბის დატოვება იუარა, შედეგად, "ინტერში" მესამე ვარიანტი გაჩნდა - კრისტიან კივუ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან კივუ „ინტერში“ 2007-2014 წლებში თამაშობდა და 168 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162118