„მილანის“ ნახევარმცველი ტიჯანი რეინდერსი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ყველაფერი შეთანხმებულია.
ნიდერლანდელი ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას 8 ივნისს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
ტრანსფერის ფინანსური დეტალებიც გარკვეულია: 55 მილიონი ევრო, რასაც ბონუსებიც დაემატება, მაქსიმუმ 15 მილიონი ევროს ფარგლებში.
ტიჯანი რეინდერსი „მილანს“ 2023 წელს შეუერთდა და 104 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „ალკმაარის“ ღირსებას იცავდა.