იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს, რომელსაც უშუალო და ერთადერთ კონკურენტ ნორვეგიასთან სტუმრად გამართავს, უდიდესი დანაკლისით ხვდება.
ლუჩანო სპალეტის გუნდს განსაკუთრებით დაცვაში აქვს პრობლემები, სადაც სხვადასხვა მიზეზით ალესანდრო ბონჯორნოს, რიკარდო კალაფიორის, ფრანჩესკო აჩერბის და მატეო გაბიას მოისაკლისებს. გარდა ამისა, ვერ ითამაშებს მოიზე კინი, რომელიც შეტევაში „სკუადრა აძურასთვის“ დიდი ძალაა.
იტალია ნორვეგიას სტუმრად 6 ივნისს შეხვდება, სპალეტის გუნდისთვის ეს პირველი მატჩია შესარჩევში, მაშინ, როცა ნორვეგიამ უკვე ორი შეხვედრა გამართა და 6 ქულა აქვს, შესაბამისად, იტალიას ფეხის დაცდენის უფლება პრაქტიკულად არ აქვს.