უზბეკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, ისტორიაში პირველად! აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის ბოლოსწინა ტურში უზბეკეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს სტუმრად უგოლოდ დაუზავდა და ეს ფრე მიზნისთვის ეყო.
უზბეკეთს 9 ტურში 18 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს სწორედ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, დარჩენილი კი, ერთადერთი ტურია.
უზბეკეთი 81-ე ქვეყანა გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ ნაკრებს ტიმურ კაპაძე წვრთნის, რომელსაც ქართული წარმომავლობა აქვს.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ამ დროისთვის მასპინძლების, კანადის, აშშ-სა და მექსიკის გარდა, ირანმა, იაპონიამ, უზბეკეთმა, არგენტინამ და ახალმა ზელანდიამ მოიპოვეს.