გორის „დილას“ მეკარეს, დავით კერესელიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ფარერებთან მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ძნელია ამ ემოციების აღწერა, ყველაზე ძლიერი ემოცია ალბათ ეს არის, თანაც იმ მომენტში, როცა ლორი გავაცილეთ, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის და მისი შეცვლა დიდი პასუხისმგებლობაა. მისნაირი კარიერა ბევრს არ აქვს. ჩემი მიზანია, რომ ეროვნული ნაკრების წევრად მომავალში სტაბილურად დავრჩე“, - თქვა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით კერესელიძემ გიორგი ლორია შეცვალა და ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოირგო. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდესთან გამართავს.