ფეხბურთი

0:34 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

იორდანია და სამხრეთ კორეა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ

სამხრეთ კორეის და იორდანიის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ. აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ორივე ნაკრებმა გაინაღდა მუნდიალის საგზური.

სამხრეთ კორეამ ერაყი სტუმრად 2:0 დაამარცხა და ჯგუფს 19 ქულით ლიდერობს, ხოლო იორდანიას 16 ქულა აქვს და მეორეა. მესამეადგილოსან ერაყს 12 ქულა გააჩნია, შესაბამისად, პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

იორდანია მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა, ხოლო სამხრეთ კორეა - მე-12-ედ.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ამ დროისთვის მასპინძლების, კანადის, აშშ-სა და მექსიკის გარდა, ირანმა, იაპონიამ, უზბეკეთმა, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, არგენტინამ და ახალმა ზელანდიამ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.083149