იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ოლიმპია მილანო“ დაამარცხა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა.
დაძაბული შეხვედრა ბოლონიელებმა 78:68 მოიგეს, ყველაფერი მეოთხე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელშიც „ვირტუსმა“ მეტოქეს 24:14 აჯობა.
შესანიშნავი თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 25 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუსი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა, მეოთხე მატჩი კი, 7 ივნისს, ისევ მილანში გაიმართება.