NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში "ოკლაჰომა სითიმ" საკუთარ მოედანზე "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 110:111 დამარცხდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში "ოკლაჰომა" დიდ უპირატესობას ფლობდა, მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლების უპირატესობა 15 ქულიანი იყო, თუმცა ვერ შეინარჩუნეს. მატჩის დასრულებამდე 0.3 წამით ადრე "ინდიანამ" ტაირიზ ჰალიბერტონის ორქულიანის წყალობით პირველი შეხვედრა მოიგო.
შეხვედრაში "ინდიანას" მხრიდან საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო მასპინძელთა მხარეს საუკეთესო კანადელი შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც 38 ქულა ჩააგდო, 5-ჯერ მოხსნა, ხოლო 3-ჯერ შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება და მასპინძელი კვლავ "ოკლაჰომა" იქნება.