UFC 316-ის ღონისძიების გამართვამდე სულ რარაც ორი დღე რჩება, რომელიც 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისი) გაიმართება. ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის რემატჩი იქნება, სადაც ქართველი "მანქანა" საჩემპიონო ქამრის დაცვას უკვე მეორედ შეეცდება.
იქამდე კი, მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა, მერაბ დვალიშვილმა და შონ ო'მალიმ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს, რის შემდეგ მათ შორის პირისპირ დგომის გაიმართა.
მერაბ დვალიშვილის კომენტარი
"კარიერაში პირველად მაქვს რემატჩი, რომელიც ახალი გამოწვევაა, როგორც ვიცი ო'მალი ამ ბრძოლისთვის განსხვავებული სტრატეგიით იქნება და ამასთან ერთად უფრო მომზადებული. ის ახლა თავმდაბალია, მაგრამ ჩემი დანოკაუტება უნდა, თუმცა მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამის საშუალება არ მივცე. ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ, იქამდე კი მტრები ვართ. 7 ივნისს მას დავანგრევ. საჩემპიონო ქამარი ჩემია და მას აუცილებლად დავიცავ. UFC-ის და მისი გულშემატკივრების მადლიერი ვარ, მსოფლიოში ყველაზე კარგი სამსახური მაქვს და ოქტაგონზე ყველა ჯერზე გასვლით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ."
შონ ო'მალის კომენტარი
"სულ სხვა ბრძოლა იქნება, კარიერაში რემატჩი არასდროს წამიგია და ეს არც ახლა შეიცვლება.მერაბის თავისი ძლიერი მხარეებია აქვს, რომლის გამოყენებასაც ეცდება. პირველი მატჩი წავაგე და არანაირად არ ვიმართლებ თავს, თუმცა ახლა მართლა მგონია, რომ მას დავანოკაუტებ და კვირას ის აღარავის ემახსოვრება."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სწორედ შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა, შემდეგ კი იყო უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ამა წლის 19 იანვარს დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა.