ფეხბურთი

12:19 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "რთული პირობები იყო, რის გამოც შესაფერისი ხარისხი ვერ ვაჩვენეთ"

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კარლო ანჩელოტის დებიუტი შედგა. "სელესაომ" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად ეკვადორის ნაკრებთან გამართა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

"რთული პირობები იყო, რის გამოც შესაფერისი ხარისხი ვერ ვაჩვენეთ. მეორე ტაიმში ვინისიუსს და კაზემიროს კარგი შანსები ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ეკვადორის დონე, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა, ისინი თავს კარგად იცავდნენ. გეთანხმებით, რომ შეტევაში უკეთ თამაში შეგვეძლო. ბევრი ხარვეზი იყო და მეტოქის ნახევარზე გადასვლაც გვიჭირდა, ვფიქრობ ეს ყველაფერი მოედნის ხარისხმაც განაპირობა, ასეთ მინდორზე კარგი ხარისხის თამაშის ჩატარება რთულია." -განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს 15 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.ბრაზილია მომდევნო შეხვედრაში პარაგვაის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც 11 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091535