ფეხბურთი

14:29 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერიჰ დემირალი: "ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან და ესპანეთთან თამაშები იქნება"

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-აჰლის" ცენტრალურმა მცველმა მერიჰ დემირალმა თურქულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააკეთა.

"სექტემბერში მნიშვნელოვანი პერიოდი გველის. ჯგუფში გვყავს ესპანეთის ნაკრები, რომლებიც ძალიან ძლიერი გუნდია, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ნაკრები, მათ ბოლო დროს საგრძნობი პროგრესი აჩვენეს. ჩვენთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე მნიშვნელოვანი ესპანეთთან და საქართველოს ნაკრებთან თამაშები იქნება. ტურნირის კარგად დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია." - განაცხადა დემირალმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 სექტემბერს დაიწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092246