„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ვარსკვლავი ახლა „პარი სენ-ჟერმენია“ და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი.
პარიზული გუნდის ხელმძღვანელი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და პსჟ-ს დიდი მიზნები აქვს:
„ეს ბოლო რამდენიმე დღე პსჟ-ს ისტორიაში დარჩება. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პსჟ-ს თამაში არ არის ერთი წამის შედეგი, არამედ მთელი „პარი სენ-ჟერმენის“ ოჯახის დაუღალავი შრომის, ერთგულების, ვნების და ერთიანობის კოლექტიური შედეგი, რაც აერთიანებს ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს, მთელ სპორტულ დეპარტამენტს და ყველა თანამშრომელს. „პარი სენ-ჟერმენი“ სუპერვარსკვლავი გუნდია, მოედანზე და მის გარეთ. ეს წარმატება ასევე ეკუთვნის პარიზს, საფრანგეთს და ფრანგულ ფეხბურთს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მომენტი უნდა აღვნიშნოთ და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, არავითარ შემთხვევაში არ არის საბოლოო მიზანი. გავაგრძელებთ ზრდას, თავმდაბლობით და ამბიციურობით. ერთად, როგორც გუნდი კიდევ უფრო შორს წავალთ და მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მიზნებს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.