ფეხბურთი

15:43 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ვინგერებში მეშვიდეა
ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ-10 შეადგინა

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, სადაც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

პირველ ადგილზე "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰია, მეორეზე ლამინ იამალი, ხოლო მესამე ადგილს რაფინია იკავებს.

ტოპ 10 ვინგერი ESPN-ის ვერსიით:

1 - მოჰამედ სალაჰი
2 - ლამინ იამალი
3 - რაფინია
4 - ვინისიუს ჟუნიორი
5 - უსმან დემბელე
6 - ბუკაიო საკა
7 - ხვიჩა კვარაცხელია
8 - ლიონელ მესი
9 - ნიკო უილიამსი
10 - როდრიგო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს იანვარში შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი, თასის გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა.


სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100396