გიორგი წიტაიშვილმა „გრანადა“ დატოვა. ესპანურ გუნდთან ქართველ შემტევს საიჯარო ვადა ამოეწურა და კლუბი მას დაემშვიდობა.
წიტაიშვილმა „გრანადაში“ გასული სეზონი კიევის „დინამოდან“ განათხოვრებით გაატარა და 39 მატჩში თავი 7 გოლთან ერთად 4 საგოლე პასით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები „დინამოს“ ეკუთვნის, რომ მაგრამ უკრაინულ გუნდში მისი დარჩენა ნაკლებად მოსალოდნელია.
ჯერჯერობით, უცნობია, სად გაგრძელდება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კარიერა.