ფეხბურთი

20:35 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემიდან" მწვრთნელი დაითხოვეს

ლონდონის „ტოტენჰემიდან“ მთავარი მწვრთნელი ენჯ პოსტეკოღლუ დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ავსტრალიელმა „ტოტენჰემს“ ევროპა ლიგა მოაგებინა, რაც კლუბისთვის ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველი ტიტული იყო, მაგრამ ამან მას სამსახური ვერ შეანარჩუნებინა.

პოსტეკოღლუ „ტოტენჰემს“ 2023 წლიდან ავარჯიშებდა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „დეზების“ ახალი მწვრთნელი.

0.089233