ფეხბურთი

21:50 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მწვრთნელად ივან იურიჩი დაინიშნა

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელად ივან იურიჩი დაინიშნა. ხორვატმა სპეციალისტმა ჯან პიერო გასპერინი შეცვალა, რომელიც „რომაში“ გადავიდა.

იურიჩმა „ატალანტასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, სეზონში მისი ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსის სახით ნახევარი მილიონიც დაემატება.

იურიჩმა იტალიაში სახელი „ჯენოაში“, „ვერონასა“ და „ტორინოში“ გაითქვა, თუმცა მისი ბოლო ორი სამსახური კრახით დასრულდა, რადგან გასულ სეზონში ჯერ „რომადან“ და შემდეგ „საუთჰემპტონიდან“ გაათავისუფლეს.

აქვე გეტყვით, რომ ჯან პიერო გასპერინიმ „ატალანტა“ 9-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16625