„პარი სენ-ჟერმენი“ და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც იტალიელმა მეკარემ შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
როგორც Le Parisien-ი იტყობინება, პსჟ-მ დონარუმას ულტიმატუმი წაუყენა: ან ახალ კონტრაქტს დათანხმდება, ან შეუძლია კლუბი მიმდინარე ზაფხულს დატოვოს.
პსჟ დონარუმას სეზონში 10 მილიონს სთავაზობდა, რაზეც ფეხბურთელის გარემოცვამ გარკვეული დეტალების გადახედვა მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა კლუბის მხრიდან უარყოფილი იქნა. ფრანგული მედიის ცნობით კი, ახლა სიტუაცია ჩიხში შევიდა და შესაძლოა, მეკარეს ახალი გუნდის ძებნა მოუწიოს, თუ პსჟ-ს შეთავაზებას არ დათანხმდება.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. პარიზელებთან კონტრაქტი დონარუმას 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.