სხვა

23:52 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფრენბურთის ქალთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ქალთა ფრენბურთის ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში ქართველმა ფრენბურთელებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

პარტიების ანგარიში შემდეგნაირად გადანაწილდა: 25:21, 29:31, 15:25, 25:22, 15:8 — გადამწყვეტ მეხუთე სეტში ქართველებმა სრული უპირატესობით ითამაშეს და გამარჯვება იზეიმეს.

შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებისთვის მეორე წარმატებაა მიმდინარე ჩემპიონატზე — ლუქსემბურგის დამარცხებამდე საქართველომ ავსტრიის გუნდის დამარცხებაც შეძლო. ამ დროისთვის ნაკრების ანგარიშზე უკვე 2 გამარჯვება და 5 ქულაა.

მორიგი მატჩი ქართველ ფრენბურთელებს კვირას ელით — ისინი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096663