ჟორჟინიო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
33 წლის ნახევარმცველს „არსენალთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „ფლას“ უფასოდ შეუერთდა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან 21-ნომრიანი მაისურით მოირგო.
ჟორჟინიომ ბრაზილია 2008 წელს დატოვა და იტალიაში გადავიდა, სადაც სახელი „ვერონაში“ გაითქვა, ხოლო შემდეგ „ნაპოლიში“, „ჩელსისა“ და „არსენალში“ ითამაშა. ბრაზილიელმა იტალიის მოქალაქეობა მიიღო და 2016-2024 წლებში 57 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.