იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ნორვეგიასთან მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ასეთი თამაში იტალიის ნაკრებისგან მიუღებელია:
„ახსნა-განმარტებები არ არსებობს, დღევანდელი თამაში უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი გულშემატკივრები ასეთ თამაშებს არ იმსახურებენ. იტალია ვართ და ამ ტიპის თამაში მიუღებელია“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯგუფში პირველობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უკვე ძალიან გაუჭირდება, რადგან ნორვეგიას 9 ქულა აქვს, ჯგუფში კი, სხვა ნაკრებები ძალიან სუსტები არიან (ისრაელი, ესტონეთი და მოლდოვა), შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, ნორვეგიამ ქულები დაკარგოს. იტალიას შანსი მეორე ადგილით ექნება, საიდანაც პლეი-ოფში გადაინაცვლებს.