იტალიის ნაკრებს ღრმა კრიზისი აქვს და ალბათ, ისტორიაში ამაზე სუსტი ნაკრები იტალიაში არ ჰყოლიათ. ნორვეგიასთან მატჩმა ეს აჩვენა, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდმა 0:3 წააგო.
„სკუადრა აძურამ“ ამ შეხვედრაში სამი ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (რომელშიც ასევე შედის პლეი-ოფის მატჩიც) ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი. გარდა ამისა, ისტორიაში პირველად მუნდიალის შესარჩევში ზედიზედ სამ მატჩში გოლი ვერ გაიტანა და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯგუფში პირველობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უკვე ძალიან გაუჭირდება, რადგან ნორვეგიას 9 ქულა აქვს, ჯგუფში კი, სხვა ნაკრებები ძალიან სუსტები არიან (ისრაელი, ესტონეთი და მოლდოვა), შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, ნორვეგიამ ქულები დაკარგოს. იტალიას შანსი მეორე ადგილით ექნება, საიდანაც პლეი-ოფში გადაინაცვლებს.