ფეხბურთი

14:25 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" გაბრიელ მაგალაეშთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „არსენალმა“ გაბრიელ მაგალაეშს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

27 წლის ბრაზილიელი მცველი „მეთოფეების“ ღირსებას 2029 წლის ზაფხულამდე დაიცავს. გაბრიელს ძველი კონტრაქტი 2027 წელს ეწურებოდა.

გაბრიელ მაგალაეში „არსენალს“ 2020 წელს „ლილიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 210 მატჩში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ბრაზილიელი „ლილის“ გარდა, „დინამო ზაგრების“, „ტრუას“ და „ავაის“ რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166914