ფეხბურთი

12:08 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბრეშა" გაკოტრდა და არსებობას წყვეტს

ცნობილი იტალიური კლუბი „ბრეშა“ პრაქტიკულად გაკოტრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 114 წლის შემდეგ არსებობას წყვეტს.

ლომბარდიულ კლუბს ხელფასების და გადასახადების გადახდისთვის ბოლო ვადა ამოეწურა. კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ განაცხადა, რომ არ აპირებს დავალიანების გადახდას, რომელიც 4 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.

ამრიგად, თუ სასწაული არ მოხდა, „ბრეშა“ არსებობს ამ ფორმით შეწყვეტს, რადგან დავალიანების გადაუხდელობის გამო ვერცერთ პროფესიულ ლიგაში რეგისტრაციას ვერ გაივლის.

ფინანსური დარღვევების გამო „ბრეშას“ სერია B-ში ქულები დააკლეს, რის გამოც გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა და სერია C-ში გავარდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდგა - კლუბი არსებობასაც წყვეტს.

„ბრეშას“ რიგებში არაერთ ლეგენდარულ და ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია, რომელი ერთის გახსენება შეიძლება? რობერტო ბაჯო, პეპ გვარდიოლა, ლუკა ტონი, გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, სტეფან აპია, ლუიჯი დი ბიაჯო, დარიო უბნერი, მარიო ბალოტელი და სხვები. კლუბს 23 სეზონი სერია A-ში აქვს გატარებული, 66 სეზონი სერია B-ში, რომელიც ოთხჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091506