„მანჩესტერ სიტი“ „ვულვზის“ მარცხენა მცველს, რაიან აიტ ნურის დაიმატებს. მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია.
აიტ ნური „სიტის“ 40 მილიონ ევროდ შეუერთდება და „ქალაქელებთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
მის გარდა, „სიტიში“ გადაწყვეტილია „მილანიდან“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსის გადასვლაც, რომელიც სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
რაიან აიტ ნური „ვულვზში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 157 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ალჟირელი მცველი „ანჟერში“ გამოდიოდა.