ფეხბურთი

16:50 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვეიგა საუდის არაბეთიდან ევროპაში დაბრუნდა, სადაც 11-ჯერ ნაკლები ხელფასი ექნება

ესპანელი ფეხბურთელი გაბრიელ ვეიგა საუდის არაბეთიდან ევროპაში დაბრუნდა და კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს.

23 წლის ნახევარმცველმა „დრაკონებთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ვეიგას ხელფასი 11-ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე ის საუდის არაბეთში გამოიმუშავებდა.

გაბრიელ ვეიგამ კარიერა ვიგოს „სელტაში“ დაიწყო, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 2023 „ნაპოლის“ სურდა მისი გადაბირება, მაგრამ მან 21 წლის ასაკში „ალ-აჰლიში“ გადასვლა ამჯობინა, სადაც ორ სეზონში ჩატარებულ 66 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096383