ლონდონის „არსენალი“ „ლაიფციგიდან“ ბენჟამინ შეშკოს ტრანსფერზე მუშაობს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესს დადებითი დინამიკა აქვს და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში გარიგებაზე შეთანხმდებიან. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია.
„არსენალი“ სატრანსფერო ბაზარზე ფორვარდს ეძებს და 22 წლის სლოვენიელი ლონდონელებისთვის პრიორიტეტული ვარიანტია.
ბენჟამინ შეშკო „ლაიფციგში“ 2023 წლიდან თამაშობს, რომლის მაისურით 87 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ავსტრიულ „ზალცბურგში“ ირჯებოდა.