მიუნხენის „ბაიერნს“ „მილანისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნაკრების ფეხბურთელის, რაფაელ ლეაოს შეძენა სურს.
როგორც Sky Sport-ი იტყობინება, გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა „როსონერის“ 50-60 მილიონი ევრო გადაუხადოს, გარდა ამისა, ერთი ფეხბურთელიც დაუთმოს: ლეონ გორეცკა, კინგსლი კომანი ან კიმ მინ-ჯე.
„მილანის“ სურვილია, რომ ლეაო შეინარჩუნოს, რადგან მასიმილიანო ალეგრი პორტუგალიელს თავისი პროექტის ცენტრში განიხილავს. შესაბამისად, ძალიან დიდი შეთავაზების გარდა, მილანელები ლეაოს გაყიდვას ჯერჯერობით არ განიხილავენ, თუმცა, „ბაიერნიც“ დანებებას არ აპირებს.
რაფაელ ლეაო „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 260 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლილის“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.