„მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან ახლოსაა „ბრენტფორდის“ შემტევი ნახევარმცველის, ბრაიან მბუემოს დამატებასთან.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „წითელი ეშმაკერბი“ კამერუნელ გარემარბს კონტრაქტს 2030 წლამდე გაუფორმებენ. გარიგება უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს და 25 წლის ფეხბურთელი კარიერას „ოლდ ტრაფორდზე“ გააგრძელებს. "მანჩესტერი" მზადაა "ბრენტფორდს" 60 მილიონ ევრომდე გადაუხადოს.
ბრაიან მბუემომ კარიერა „ტრუაში“ დაიწყო, ხოლო 2019 წელს „ბრენტფორდს“ შეუერთდა, რომლის მაისურით 242 თამაშში 70 გოლი აქვს გატანილი. განსაკუთრებით კარგად მან გასულ სეზონში ითამაშა, როცა პრემიერლიგის 38 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.
მბუემოს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, თუმცა, 2022 წლიდან კამერუნის ნაკრების მაისურით გამოდის (22 მატჩი, 6 გოლი).