ფეხბურთი

20:09 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელე ტრავმის გამო საკლუბო მსოფლიო თასზე პსჟ-ს პირველ მატჩს გამოტოვებს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ტრავმის გამო გამოტოვებს თავისი გუნდის პირველ მატჩს საკლუბო მსოფლიო თასზე. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.

ფრანგი ვერ დაეხმარება გუნდს 15 ივნისს მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაშში. ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული და მისი გამოჯანმრთელება სამ კვირამდე გაგრძელდება.

2024/2025 წლების საკლუბო სეზონის 49 მატჩში დემბელემ 33 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში, „პარი სენ-ჟერმენი“ B ჯგუფში ითამაშებს. ამ ეტაპზე გუნდის მეტოქეები იქნებიან „ატლეტიკო“ მადრიდი (ესპანეთი), „ბოტაფოგო“ (ბრაზილია) და „სიეტლ საუნდერსი“ (აშშ).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096909
სარეკლამო ადგილი - 99
X x X