პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ესპანეთთან უეფას ერთა ლიგის ფინალის წინ გუნდში თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუს როლზე ისაუბრა. მატჩი 8 ივნისს გერმანიაში, მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„ეს კრიშტიანუს მეოთხე ფინალია ეროვნულ ნაკრებში. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ყველასთვის მაგალითი. მომწონს მისი წყურვილი. მან უკვე ყველაფერი მოიგო, მაგრამ მეორე დღეს ყოველთვის ნულიდან იწყებს. „როდრიგუ მორას, კენდას, ჟოაუ ნევეშისთვის კრიშტიანუსთან მუშაობის და მასთან ერთად გასახდელის გაზიარების შესაძლებლობა საჩუქარია“, - თქვა მარტინესმა უეფას ოფიციალურ ვებ-საიტთან ინტერვიუში.
ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები კრიშტიანუ რონალდუს გამარჯვების გოლით დაამარცხა. ესპანეთი, თავის მხრივ, საფრანგეთზე ძლიერი იყო. მატჩი 5:4 ანგარიშით დასრულდა.