მეკარე კეპა არისაბალაგა „ჩელსიდან“ „არსენალში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X -ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
წყაროს ცნობით, „მეთოფეები“ ფეხბურთელთან თანამშრომლობის პირობებზე თითქმის შეთანხმდნენ. საუბარია გრძელვადიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 5 მილიონი გირვანქა იქნება.
არისაბალაგა „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 163 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 59-ში კარის მშრალად შენარჩუნება შეძლო. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი „ლურჯებთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ესპანელი გასულ სეზონში იჯარით „ბორნმუთში“ თამაშობდა.