ფეხბურთი

22:11 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა ანდორა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

დასრულდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 რაუნდის შეხვედრა ანდორასა და ინგლისს შორის. . მატჩი ბარსელონაში, „ესპანიოლის“ სტადიონზე გაიმართა და ინგლისელთა მინიმალური გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი ბურთი 50-ე წუთზე გავიდა. გოლი ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ ინგლისურ ნაკრებს ცხრა ქულა აქვს. თომას ტუხელის გუნდი K ჯგუფში პირველ ადგილზეა. ანდორამ პირველ სამ მატჩში ქულების მოპოვება ვერ შეძლო და მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.183744