ფეხბურთი

22:46 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ერთა ლიგის ფინალზე: „პორტუგალია ხვალ ისტორიას შექმნის“

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა უეფას ერთა ლიგის ფინალის შესახებ, რომელშიც გუნდი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 8 ივნისს, გერმანიაში, მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ეს ჩვენთვისაა. თქვენთვისაა. პორტუგალიისთვისაა. „ხვალ ის დღე იქნება, როდესაც ჩვენ კვლავ ისტორიას შევქმნით“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა გერმანიას 2:1 მოუგო. ხოლო გამარჯვების გოლი 40 წლის კრიშტიანუმ გაიტანა. ესპანელებმა ფრანგებს დრამატულ მატჩში 5:4 სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094332