ფეხბურთი

23:24 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანდორა პირველად დამარცხდა ინგლისთან მხოლოდ ერთი ბურთით

ისტორიაში პირველად, ანდორის ეროვნული ნაკრები ინგლისთან მხოლოდ ერთი ბუთის სხვაობით დამარცხდა. რამდენიმე საათის წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „სამი ლომის“ სასარგებლოდ 0:1 დასრულდა. ერთადერთ გოლი კაპიტანმა ჰარი კეინმა გაიტანა.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ანდორა ინგლისთან ანგარიშით 0:5 და 0:3 დამარცხდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ინგლისმა 2:0 და 6:0 მოიგო მეტოქეს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა ასევე ორი მატჩი მოიგო ამ გუნდთან - 4:0 და 5:0.

ამ თამაშის შემდეგ, ინგლისის ნაკრები ცხრა ქულით ლიდერობს K ჯგუფის სატურნირო ცხრილში. ანდორა ბოლო ადგილზეა (0 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094329