ფეხბურთი

23:42 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ახალი ფეხბურთელების გამოჩენა ნაკრებში კონკურენციას გაზრდის"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა კაბო-ვერდესთან ამხანაგურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

„სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეკრებაა. ბევრ ფეხბურთელს, ვისაც მცირე დრო ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონია ნაკრებში თამაშის საშუალება, მიეცა და ხვალინდელ შეხვედრაშიც მიეცემა შანსი. მგონია, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რაც წაადგება ნაკრებში კონკურენციის ზრდას.

რეგიონებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ რომ ასეთი დონის მატჩები ტარდება თბილისს გარეთ, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს ეძლევა შესაძლებლობა საყვარელ ნაკრებს ტრიბუნებიდან დაუჭიროს მხარი", - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი დღის წინ ფარერებთან სპარინგი 1:0 მოიგო, ხოლო კაბო-ვერდეს 8 ივნისს, ქუთაისში დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099718