ფეხბურთი

23:52 | 7.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძე: "ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძემ კაბო-ვერდესთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

„ნაკრებში დებიუტი ჩემთვის ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს თამაში უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის. ახლა მეორე მატჩისთვის ვემზადებით და გვსურს, რომ გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. განსხვავებული, ბევრად ტექნიკური გუნდია და ვნახოთ, როგორი მატჩი გამოვა", - თქვა გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი დღის წინ ფარერებთან სპარინგი 1:0 მოიგო, ხოლო კაბო-ვერდეს 8 ივნისს, ქუთაისში დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.138679