„სანტოსის“ ფეხბურთელ ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიურმა კლუბმა გაავრცელა.
ნეიმარს ცხელების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ლაბორატორიული ტესტები ჩაუტარდა, რომელმაც კოვიდ 19 დაადასტურა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს გარკვეული პერიოდი გაუცდება და მოედანს მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდება.