ფეხბურთი

17:30 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო მატჩი მოლდოვასთან: იტალიის ნაკრებში სპალეტი აღარ იმუშავებს

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრებში აღარ იმუშავებს. ფეხბურთის ფედერაციამ მას აცნობა, რომ მოლდოვასთან მატჩის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

ინფორმაცია გამოცდილმა სპეციალისტმა თავად დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას რთულ მომენტში საქმის მიტოვება არ ახასიათებს, მაგრამ ფედერაციამ გადაწყვიტა კონტრაქტის გაწყვეტა.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯგუფში პირველობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უკვე ძალიან გაუჭირდება, რადგან ნორვეგიას 9 ქულა აქვს, ჯგუფში კი, სხვა ნაკრებები ძალიან სუსტები არიან (ისრაელი, ესტონეთი და მოლდოვა), შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, ნორვეგიამ ქულები დაკარგოს. იტალიას შანსი მეორე ადგილით ექნება, საიდანაც პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობდა. მოლდოვასთან მატჩი „სკუადრა აძურაში“ მისთვის ბოლო იქნება, ხოლო ამის შემდეგ ნაკრებს სხვა მწვრთნელი ჩაიბარებს.

იტალიური მედია წერს, რომ ფედერაციის ფავორიტი კლაუდიო რანიერია, ხოლო ალრტერნატივა სტეფანო პიოლი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091942