ფეხბურთი

18:21 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირამ "ჯენოასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

პატრიკ ვიეირამ „ჯენოასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგი სპეციალისტი გენუურ გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ვიეირას „ინტერში“ სიმონე ინძაგის შემცვლელად განიხილავდნენ, მაგრამ მან „ჯენოაში“ დარჩენა ამჯობინა.

პატრიკ ვიეირამ იტალიური კლუბი გასულ სეზონში ჩაიბარა, კრიზისულ ვითარებაში, მაგრამ გუნდს სერია A-ში ადგილი ადვილად შეანარჩუნებინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091193